2 დეკემბერს 12 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კერძო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის (PPI) მეორე ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კერძო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის“ (PPI) პროექტის მეორე ეტაპს იწყებს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართულ ბიზნესმენებს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება.