ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4051 ლარი გახდა. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4046 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5477 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5515 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა.