საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ავსტრიული კომპანიის „ ბერნარდ ენჟინერს“-ის (BERNARD Engineers) წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა , კომპანიის თანამშრომლებთან ერთად უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის“ გეგმებსა და ავსტრიული კომპანიის „ბერნარდ ენჟინერსის“ გამოცდილებასა და მათ მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე. ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები.
„ბერნარდ ენჟინერსი“ ახორციელებს საკონსულტაციო, დაგეგმვით და საინჟინრო მომსახურებას მრეწველობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროში.
ავსტრიულმა კომპანიამ შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა ნარჩენების მართვის სფეროში.