2016 წლის 1 აპრილიდან მასწავლებლების საშუალო ხელფასი 600-700 ლარი გახდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი განათლებაზე იქნება მობილიზებული.
„ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი იქნება მობილიზებული განათლებაზე. ამისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი. 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს 55%–ით იქნება გაზრდილი განათლების სისტემის ბიუჯეტი.
განსაკუთრებით მინდა შევეხო მასწავლებლების ხელფასის საკითხს. 2015 წლის 1 აპრილიდან
განხორციელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და საბაზო ხელფასი გაიზრდება 405 ლარამდე. საშუალო ხელფასი 2016 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, ჯამში გაიზრდება 70 პროცენტით. ასევე გაიზარდა მეცნიერთა ხელფასები“, - განაცხადა პრემიერმა.