მალის დედაქალაქში, სპეცრაზმმა სასტუმრო Radisson-ის შტურმი დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ დროსითვის 170 მძევლიდან 80-ის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებიან ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც მალის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.
ავიაკომპანია Turkish Airlines-ის წარმომადგენლების ინფორმაციით კი მძევლად აყვანილი კომპანიის 7 თანამშრომლიდან, სამმა სასტუმროდან გაქცევა მოახერხა.
ადგილობრივი სამარტალდამცავები ვარაუდობენ, რომ სასტუმროში 10-12 ტერორისტი იმყოფება. 2 მათგანი სასტუმროში დიპლომატიური მანქანით მივიდა.