პარლამენტში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები დეპუტატებს დარგობრივი ეკონომოკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააცნო.
სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებიან, რომლებიც მიმდინარე წლის ბიუჯეტს მკაცრად აკრიტიკებენ და ხელისუფლებას შეუსრულებელ პირობებს ახსენებენ.
მთავრობამ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვით, შემოსულობების ნაწილი 155.0 მლნ ლარით მცირდება, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდი 15.0 მლნ ლარით იზრდება.