პარლამენტში მიმდინარე კვირას, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შევიდა, რომლის მიხედვით, შემოსულობების ნაწილი 155.0 მლნ ლარით მცირდება და 9 745.0 მლნ ლარს შეადგენს.
მთავრობა განმარტავს, რომ 2015 წლის 9-10 თვის ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზებისა და საგასახადო შემოსავლების დინამიკის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 120.0 მლნ ლარით იზრდება და განახლებული პროგნოზი 7 520.0 მლნ ლარს შეადგენს, ასევე იზრდება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობები 45.0 მლნ ლარით.
ასევე ცვლილებებით, სახელმწიფო ვალის აღების მაჩვენებელი 293.0 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის სახაზინო ვალდებულებების სახით მისაღები შემოსულობები მცირდება 185.0 მლნ ლარით, ხოლო საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტები მცირდება 108.0 მლნ ლარით.
ამასთანავე, პროექტით, გადასახდელების ნაწილი 30.0 მლნ ლარით იზრდება და 9 605.0 მლნ ლარით განისაზღვრება.
პარლამენტი აღნიშნულ დოკუმენტზე მსჯელობას უახლოესს მომავალში დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები