გაასაჩივრებს თუ არა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას, ამ დრომდე უცნობია. პაატა სალიას მოსამართლის მოტივირებული განჩინება ჯერ არ ჩაბარებია. ადვოკატი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა განჩინება. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია“საქართველოსა“ და ყარამანიშვილების საჩივარი, რის საფუძველზეც ტელეკომპნია რუსთავი 2-ის დროებითი მმართველის სტატუსი დვით დვალს გაუუქმდა, რევაზ საყევარიშვილს კი დროებით შეუჩედა. ურთმელიძის ახალი განჩინების მიხედვით, ტელევიზიის დირექტორის პოზიციაზე კვლავ ნიკა გვარამია და ყოფილი ფინანსური დირექტორი დაბრუნდა.