პარლამენტში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ. მთავარ საფინანსო დოკუმენტს განათლების, ევროინტერგაციის, დიასპორისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები გაერთიანებულ ფორმატში განიხილავენ.
დეპუტატებს ბიუჯეტის პარამეტრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს. სხდომას არ ესწრება საპარლამენტო უმცირესობა.
პარლამენტი ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააგრძელებს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს დეკემბრის ბოლომდე ამტკიცებს.