თანაინვესტირების ფონდი საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.