ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ქალაქ თბილისის მერს, დავით ნარმანიას შეხვდა.
ფინანსთა მინისტრმა და დედაქალაქის მერმა განიხილეს დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები.
დედაქალაქის მერმა მინისტრს 2016 წლისთვის დაგეგმილი ღოინისძიებები და დასაფინანსებელი მიმართულებები გააცნო. თავის მხრივ ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე.
შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.