თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან ერთად, ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.
კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წევრები ესწრებოდნენ.
კონფერენცია თბილისის მერიის ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელის ასოცირებული წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსას“ მხარდაჭერით გაიმართა.