ირანი-რუსეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის პერსპექტივაში საქართველოსა და სომხეთის როლი აქტიურად განიხილება უცხოურ მედიასაშუალებებში. სომეხი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ენერგეტიკული ღერძი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ მნიშვნელოვნად შეცვლის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტსა და საქართველოზე აზერბაიჯანის ენერგეტიკულ გავლენას შეასუსტებს.
რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსა და სომხეთზე განახორციელოს ტრანზიტი, შეისყიდოს ირანული გაზი და ირანს ელნექტროენერგია მიაწოდოს. ასეთი სქემა ახლაც მუშაობს სომხეთსა და ირანს შორის. სომხეთში კი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სრულად განაგებს რუსეთი.
რუსული გამოცემა „კავპოლიტი“ აღნიშნავს რომ თბილისში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტისას განხილულ იქნა ენერგეტიკული თანამშრომლობის პერსპექტივები.
სარგსიანის ვიზიტის ფარგლებში „ორივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა ედვარდ ზახარიანმა და კახა კალაძემ დეტალურად მოილაპარაკეს საქართველოდან სომხეთში ელექტროენერგიის ტრანზიტისა და გაზის მისოდების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რომელიც საქართველოს სომხეთთან დააკავშირებს, ხოლო მას (სომხეთს. რედ) ირანთან. ქართველმა მინისტრმა განაცხადა თბილისის დაინტერესებაზე ირანში ელექტრონერგიის ტრანზიტის საკითხში. „ამ ქვეყანასთან მიმართებაში მიდგომები შეიცვალა და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმაში, რომ მივაწოდოთ ელექტროენერგია, ხოლო იქედან მივიღოთ გაზი“, - განაცხადა კალაძემ. ექსპერტების აზრით, საქართველოსა და სომხეთს შორის ახლი ენერგეტიკული შეთანხმება, რუსეთ-ირანის წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში, შესაძლებელია გახდეს რეგიონში ენერგეტიკული და შესაბამისად გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილების წინაპირობა“, - წერს გამოცემა.
„ქართველი კოლეგების განწყობა შესაძლებლობას გვაძლევვს ვისაუბროთ, რომ თბილისი მთლიანობაში მხარს უჭერს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის კურსს და აზერბაიჯანზე დამოკიდებულების შემცირებას. რეგიონში პოლიტიკის ბალანსის კურსი, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გაახმოვანა მისმა ლიდერმა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა. ამ კონტექტსში მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ საქართველოში რუსული გაზის მიწოდების შესახებ სიმპტომატურია“, - აცხადებს სომეხი ექსპერტი საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანი.
რუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთ-ირანის ენერგეტიკული თანაშრომლობა შეამცირებს რეგიონში ბაქოსა და ანკარის გავლენას და გაზრდის რუსეთისა და სომხეთის როლს.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ 2007 წლიდან თბილისი არ ყიდულობს რუსულ გაზს და მისი ძირითადი მიმწოდებელია ბაქო. თუმცა საქართველო იღებს 10%-ს რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტიდან.
საქართველოს ხელისუფლების მცდელობა აზერბაიჯანის გაზის ალეტერნატივის ძენბის შესახებ ბუმერანგად დაუბრუნდება საქართველოს ეკონომიკას, მიიჩნევს აზერბაიჯანელი ეკონომისტი ფუად ალიზადე.
იგი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს არ მოუხდენია ქართული ბაზრის მონოპოლიზირება.
„აზერბაიჯანული გაზის ფასი სოციალურ პროექტებში საქართველოს მოსახლეობისთვის იმდენად მცირეა, რომ რუსეთი არც კი გამართავს საქართველოსთან მოლაპარაკებებს იმისათვის რათა ეს ფასი დააგდოს და არსებული კონტრაქტები გაუქმდეს. მაგრამ „სოკარი“ ახდენს კომპანიებისთის ბუნებრივი გაზის მიწოდებას კომერციულ ფასადაც. ამ დროისთვის, როდესაც ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა რუსული გაზის ფასის ღირებულებაც. შესაბამისად, საქართველოს საქმიან წრეებში გადაწყვიტეს ბუნებრივი აირის რუსეთისგან შეძენა“, - აცხადებს ეკონომისტი.
ფუად ალიზადე გარკვეულ რჩევასაც აძლევს ქართველ ბიზნესმენებსა და ხელისუფლებას.
„ცუდი არ იქნებოდა ქართველ მეწარმეები დაფიქრებულიყვნენ: რას გააკეთებენ ისინი თუ რუსული გაზის ფასი გაიზრდება, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ნავთობზე ფასები დაიწყებს ზრდას? ისევ მიადგებიან „სოკარს“ თხოვნით, რომ მიყიდოს აზერბაიჯანული გაზი ამჟამად არსებული ფასებით?“, - აცხადებს ფუად ალიზადე.
თურქი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რეგიონში ავატიურისტულ და საკმაოდ სახიფათო თამაშს იწყებს და ანკარისა და ბაქოს მოსკოვითა და ერევნით ჩანაცვლებას ცდილობს.
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები კი ვითარებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში აფასებენ და აცხადებენ რომ ოფიციალური თბილისის და კერძოდ ივანიშვილი-კალაძის ავატიურისტული გეგმის შედეგები საქართველო დედაქალაქში კარგად არ აქვთ გავითცნობიერებული. ორი სტრატეგიული პარტნიორის - თუქეთისა და აზერბაიჯანის „ჩაჩოჩება“ და მათ ნაცვლად ფსონის დადება ასევე მეზობელი - სომხეთზე, რომელიც ამ დრომდე საქართველოზეა დამოკიდებული სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებებით და მისი მოკავაშირე- საქართველოს ოკუპანტი რუსეთზე, საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო პოლიტიკური კონტექსტით - ეს უმთავრესი მოკავშირეების - აზერბაიჯანის და ნატოს წევრი - თუქეთის მხარდაჭერის დაკარგვას და მტერთან ერთი-ერთზე დარჩენას ნიშნავს.