ხელისუფლება ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილ შენობას ყიდის. საუბარია ლერმონტოვის 10 მომერში მდებარე ნაგებობაზე, რომელშიც ბოლოს საკრებულო იყო განთავსებული. წლების განმავლობაში კი ენერგეტიკის სამინისტრო ფუნქციონირებდა.
e-auction.ge–ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იყიდება ლერმონტოვის ქ. №10-ში არსებული 1363 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (№1-2495 კვ.მ. და №2 – 4 კვ.მ.).
აუქციონი 23 ოქტომბერს დაიწყო და ხვალ, 06 ნოემბერს დასრულდება. მიმდინარე ფასია 4 527125 ლარი.