საქართველოს ღვინის ექპორტიორი ქვეყნების სათავეში რუსეთია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განვლილი 10 თვის განმავლობაში, რუსეთში ექსპორირებულია 14 660 981 ბოთლი ღვინო. სააგენტოსვე მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 14 660 981, ყაზახეთი - 4 004 586, უკრაინა - 2 569 249, ჩინეთი - 1 807 955 და პოლონეთი - 1 260 870 ბოთლი.
რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-54%) და უკრაინაში (-61%) ექსპორტის მკვეთრი კლება აისახა 10 თვის ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ითაა შემცირებული.
ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 450 321 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 14,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს.
საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 101 431 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 77,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.