ბათუმში მდებარე ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა აქუციონზე ვერ გაიყიდა.აუქციონზე გამოტანილი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25/კ. გამსახურდიას ქუჩა N12-შიმდებარე 2 464,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ: 05.02.26.007.01.507), 148,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი(ს/კ: 05.02.26.007.01.503), 72,8 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ: 05.02.26.007.01.504), 21,2 კვ.მ (ს/კ: 05.02.26.007.01.506) არასაცხოვრებელი ფართი (ჯამში: 2 706,9 კვ.მ ფართი), ასევე ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25/კ. გამსახურდიას ქუჩა N12-ში მდებარე ყოფილი ეროვნული ბანკის შენობასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებები და მცირეფასიანი ინვენტარი ერთ ლოტად, პრივატიზების მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონზე.
მიმდინარე ფასი შეადგენდა 5 850 000.00 დოლარს. საგარანტიო თანხა 117000 დოლარს შეადგენდა.
ელექტრონული აუქციონი აღნიშნულ ქონებაზე 20 ოქტომბერს გამოცხადდა და 4 ნოემბერს დასრულდა. სავარაუდოდ, ამ ლოტზე განმეორებითი აუქციონი ჩატარდება.