ეროვნულმა ბანკმა განახლებული დიზაინის 20, 50 და 100-ლარიანი ბანკნოტები წარადგინა. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წელს შევა და ძველი ემისიის ბანკნოტებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს, განახლებულ დიზაინთან ერთად შიეცვალა მასზე ხელმოწერის წესიც.
ლარის არსებულ ბანკნოტებზე განთავსებულია ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზდენტის ხელმოწერები, განახლებულ ბანკნოტებზე კი ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა აღარ იქნება.
"რაც შეეხება ხელმოწერას ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე არის მხოლოდ იმ ინსტიტუტის ხელმოწერა, რომელიც არის პასუხისმგებელი ფულის ემისიაზე. მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსთა სამინისტრო ასევე პასუხისმგებელია ემისიაზე არის ხაზინის ან რიგ შემთხვევებში ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა. ახალი დიზაინი ამ თვალსაზრისით არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ანუ ძველისგან განსხვავებით ახალ ბანკნოტზე არ არის ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა."- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.