ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის მეტ მერყეობას არ ელოდება. როგორც გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს გამყარების ტენდენცია ექნება.
"ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი, გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.