თბილისს ჩინეთის დელეგაცა სტუმრობს. ქალაქ გუანჯოუს დელეგაციას საკრებულოში უმასპინძლეს. ვიზიტის მიზანი ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ახალი ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული კავშირების დამყარებაა. თბილისსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ გუანჯოუს შორის შეთანხმება 2014 წლის ნოემბერში გაფორმდა. მხარეთა შეთანხმებით, ქალაქები სხვადასხვა სფეროში ითანამშრომლებენ. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პროექტების განხორციელებას.