ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში გამართა არჩევნები დირექტორთა საბჭოს ორი წევრის ასარჩევად. გენერალური ანსამბლეის ფარგლებში, წევრებს პირველად მიმართა სიტყვით ამერიკის ელჩმა იან კელიმ. ხმის მიცემის პროცედურის შედეგად დირექტორთა საბჭოს ახალი წევრები გახდნენ ენდრიუ ქოქსშელი, KPMG-ის მმართველი პარტნიორი და ბადრი ჯაფარიძე, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ბატონი ბადრი 2002 წლიდან იკავებს ამ თანამდებობას და ერთგულად ემსახურება როგორც პალატის, ასევე წევრების ინტერესებს.
ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, სარა უილიამსონმა მიულოცა ახალ დირექტორებს გამარჯვება და წევრებს დიდი მადლობა გადაუხადა ამ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მიღებისთვის.
ამერიკის სავაჭრო პალატა არის წამყვანი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთიერობის განვითარებას და წარმოადგენს ბიზნესის ინტერესების დამცველს საქართველოში. პალატა უდიდეს სამუშაოებს ატარებს თავისი წევრებისა და ინვესტორების ინტერესების დასაცავად სხვადასხვა მიმართულებით.