საქართველოს ენერგეტიკის მინტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ ირანის მიმართ დღეს უკვე განსხვავებული მიდგომებია და შესაძლებელია როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის შემოტანა ან გატანა. როგორც მან ჟურნალისტებს სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია.
სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა აღნიშნა რომ შეხვედრაზე საუბარი იყო სომხეთი-საქართველოს და სომხეთი-ირანის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზის გაძლიერებაზე. კახი კალაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია.
"თქვენ იცით, რომ დღეს უკვე განსხვავებული მიდგომებია ამ ქვეყნის მიმართ. და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმ ქვეყნის რუსერსები და შესაძლებელია როგორც ელექტროენერგიის შემოტანა ან გატანა ირანის მიმართულებით, სომხეთის გავლით, ასევე ბუნებრივი არიის და ამაზე მეტი სამუშაო გვექნება", - განაცხადა კახი კალაძემ