პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია შევიდა.
მთავრობამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.
აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი განხილვისთვის სესიაზე გავა და დოკუმენტი მთავრობას უკან 15 ნოემბრამდე დაუბრუნდება.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.