საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი პირები კომპანია ILF-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნული კოპმანია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს უწევს ზედამხედველობას. შეხვედრის მიზანი საქართველოს 24 ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი გახლდათ. მხარეებმა მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასეს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის 100 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.