"ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ერთ-ერთ ვეტერანს საავადმყოფოში მიულოცა.
87 წლის ეკატერინე ღვინაძის მოსანახულებლად ძიძიგური ქალაქის პირველ საავადმყოფოში საჩუქრებითა და ყვავილებით მივიდა. მერობის კანდიდატმა ვეტერან ქალბატონს სტალინის სახელზე ჩამოსხმული საფერავი უსახსოვრა.
ეკატერინე ღვინაძეს კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე დღის წინ გაუკეთდა.
ძიძიგური საავადმყოფოში კობა დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.