ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3973 ლარი გახდა.
სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3962 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.
დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი ევროს შეძენა 2.6289 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6502 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0213 ლარი შეადგინა.