ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე მეწარმე სუბიექტების გარკვეული ვალდებულებისგან გათავისუფლების იდეით გამოდის. ჯაფარიძემ შესაბამისი ცვლილებები - "საჯარო რეესტრის შესახებ” კანონში მოამზადა.
დღეს მოქმედი კანონით, მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, ერთ წელზე მეტი ვადით დადებული ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები საჯარო რეესტში დაარეგისტრიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ურთიერთობები წარმოშობილად არ ითვლება. ჯაფარიძის კანონპროექტი სწორედ ამ ვალდებულების გაუქმებას გულისხმობს. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერჯერობით არ დაწყებულა.