საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება. კანონი დეკლარაციის შევსებას ყველა ფიზიკურ პირს ავალებს, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, აგრეთვე, თუ მათ საკუთრებაში აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება, რომელიც ითვალისწინებს დაბეგვრას. მიღებული შემოსავლები გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ჯერ კიდევ დასაბეგრ შემოსავალს და არა ხელზე აღებულ ხელფასს. თუ ფიზიკური პირი არ სარგებლობს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით, ის ვალდებულია 1 ნოემბრამდე შეავსოს დეკლარაცია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წელს 1 ნოემბერი კვირაა, ვადა 2 ნოემბრამდე გადაიწია. ამავე მიზეზით, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით განსაზღვრული გადასახადის გადახდის ვადა 15 ნოემბრის ნაცვალდ 16 ნოემბერია. პირის წინააღმდეგ, რომელიც ვერ წარადგენს დეკლარაციას აღნიშნულ ვადებში, საგადასახადო კოდექსით გაწერილი შესაბამისი სანქციები გატარდება.