დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი აღინიშნება.
დედაქალაქში მცხოვრებ ვეტერენებს და ამ დღის აღსანიშნავად სპეციალურად თბილისში ჩამოსულ სტუმრებს ვაკის პარკში გამარჯვების მეორიალთან ამ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და პატლამეტის წევრები მიულოცავენ.
18.00 საათზე კი, პარლამენტში, რუსთაველის სახელობის დარბაზში ომის ვეტერანთა საზეიმო მიღება გაიმართება.
არსებული მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 6 ათასამდე ვეტერანი და 12 ათასამდე მათათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.