ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" მდებარე "ხსოვნის ხეივანში" ახალი მეორიალის მშენელობის დაწყების ცერემონიალს დაესწრნენ.
ცერემონილს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინი, დუმის თვმჯდომარე ბორის გრიზლოვი, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი დასხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" დიდ სამამულო ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების მემორიალის საფუძველში სიმბოლურ ქვა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ჩადო.
რუსეთის პრემიერის განცხადებით, მას სჯერა რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები აღდგება.
"მე მჯერა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში გადაიშლება ახალი კეთილი ფურცელი, ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი საქართველოს ყველა კონსტრუქციულ ძალასთან, რომელიც რუსეთთან ნამდვილ პარტნიორობას ესწრაფვის. ჩვენ ასეთ პარტნიორობას აუცილებლად აღვადგენთ", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მონუმენტი, რომელიც უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში "პოკლონნაია გორაზე" მდებარე "ხსოვნის ხეივანში" აღიმართება ქუთაისში დანგრეული დიდი სამამულო ომის ვეტერანების ხსოვნის მემორიალის სიმბოლო იქნება.
სიმბოლურ ქვას, საძირკველში ჩაიდო აქვს წარწერა: "აქ აიგება ძეგლი - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით".
როგორი იქნება ეს მემორიალი ჯერ-ჯერობით უცნობია, მოსკოვის მთავრობა კონკურსს მემორიალის მაკეტზე ნახევარი თვის შემდეგ ჩაატარებს. თუმცა ცნობილია, რომ მონუმენტი არ იქნება ქუთაისში აფეთქებული 40-მეტრიანი მემორიალის ზუსტი ასლი. რუსული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს 10-12 მეტრიანი სკულპტურა იქნება.