ლიტვის დედაქალაქში, ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაში განგაში გამოცხადდა. დიპლომატიური უწყების შენობა დაცლილია. საელჩოს დაცლა მას შემდეგ მოხდა, რაც მათ შენობის დატოვება პოლიციამ სთხოვა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მათთან შევიდა ანონიმური ინფორმაცია, რომ შენობა დანაღმული იყო. Mმოქალაეების ევაკუცია მოხდა საელჩოსLშენობის მიმდებარე ტერიტორიიდანაც. შენობს განმაღმველები და პოლიციის თანამშრომლები ამოწმებენ.
საქართველის საგანგებო და სრულუფლებიანი ეჩლის გიორგი ქერდიყაშვილის ინფორმაციით, პოლიციასა და სეპცსამსახურებს საელჩოს დათვალიერების სრული შესაძლებლობა მიეცათ. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის გამოყენება შესაძლოა, რაიმე ძალებს აძლევდეთ ხელს, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობის გათვალისწინებით, გამორიცხულია, რომ ამ ფაქტმა საქართველო ლიტვის ურთიერთობას ჩრდილი მიაყენოს.