მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" დიდ სამამულო ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების მემორიალის საფუძველში სიმბოლურ ქვას რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩადებს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მონუმენტი, რომელიც უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში "პოკლონნაია გორაზე" მდებარე "ხსოვნის ხეივანში" აღიმართება ქუთაისში დანგრეული დიდი სამამულო ომის ვეტერანების ხსოვნის მემორიალის სიმბოლო იქნება.
სიმბოლურ ქვას, რომელსაც რუსეთის პრემიერი პუტინი საძირკველში ჩადებს აქვს წარწერა: "აქ აიგება ძეგლი - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით".
როგორი იქნება ეს მემორიალი ჯერ ჯერობით უცნობია, მოსკოვის მთავრობა კონკურსს მემორიალის მაკეტზე ნახევარი თვის შემდეგ ჩაატარებს. თუმცა ცნობილია, რომ მონუმენტი არ იქნება ქუთაისში აფეთქებული 40-მეტრიანი მემორიალის ზუსტი ასლი. რუსული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს 10-12 მეტრიანი სკულპტურა იქნება.