საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "კავკასიაში" გუშინ მომხდარ ფაქტს ჟურნალისტებზე თავდასხმად აფასებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა გასცა დავალება, რათა სამართალდამცავებმა ბოლომდე მიიყვანონ გამოძიება, მოკვლეული იქნას ყველა დეტალი და პასუხი მოეთხოვოს კანონის შესაბამისად, ყველას ვინც თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა.
"ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება ტელეკომპანიების ჟურნალიsტების, განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ აღკვეთილი იქნება. საქართველოს ყველა მოქალქე კონსტიტუციის წინაშე თანასწორია. სიძულვილის, ძალადობის, შეუწყნარებლობის ქადაგება და ექსტრემიზმი კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი გმობს ყოველგვარ ძალადობას და თავდასხმას, ხელისუფლება კი, მსგავს და ნებისმიერ ძალადობას აღკვეთს.
"ნამდვილი დემოკრატია მხოლოდ კანონის პატივისცემის პირობებშია შესაძლებელი", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გუშინ, ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" ირგვლივ გამართული დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება ხდებოდა, როგორც სტუდიაში, ასევე შენობის გარეთაც, სადაც `"მმართლმადიდებლ მშობელთა კავშირის" და "სახალხო მმართლმადიდებელი მოძრაობის" წევრები იყვნენ შეკრებილი. ამ დროისთვის მოძრაობის რვა წევრი დაკავებულია.