მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მასზე განზორციელებული ძალადობის გარეშე. აღნიშნული განცხადება აშშ-ში საქართველოს ელჩმა ჯონ ბასმა დღეს ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.
იგი ტელეკომპანია "კავკასიასთან" მომხდარი ინციდენტით შეშფოთებულია.
"პოლიციის ჩარევა იყო ზომიერი. მნიშვნელოვანია იცი, რომ ხალხი, ვისაც თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვა სურს, ანგარიშვალდებული იყოს", - განაცხადა ჯონ ბასმა.
ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გუშინ, ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" ირგვლივ გამართული დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება ხდებოდა, როგორც სტუდიაში, ასევე შენობის გარეთაც, სადაც `"მმართლმადიდებლ მშობელთა კავშირის" და "სახალხო მმართლმადიდბებელი მოძრაობის" წევრები იყვნენ შეკრებილი. ამ დროისთვის მოძრაობის რვა წევრი დაკავებულია.