ზაპოროჟიელმა კომუნისტებმა პარტიის კომიტეტის წინ იოსებ სტალინის ძეგლი დადგეს.
აღნიშნულ ადგილს კომუნისტური პარტიის აქტივისტები და მილიცია იცავდა. ისინი ძეგლთან უკრაინული სიმბოლიკის მქონე ადამიანებს არ უშვებდნენ.
ძეგლის გახსნის წინ საბჭოთა ვეტერანი ოფიცრების პარადი გაიმართა. მიტინგზე სიტყვით უმაღლესი რადას, საოლქო და საქალაქო საბჭოების დეპუტატები გამოვიდნენ.
კომუნისტების განცხადებით, ძეგლის დადგმის ხელის შეშლას ნაციონალისტები ცდილობდნენ, მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ.
მონუმენტი კერძო შემოწირულობების შედეგად დაიდგა.
მანმდე ნაციონალიტებმა კიევს თხოვნით მიმართეს ზაპოროჟიეში მონუმენტის დადგმა არ დაეშვა, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების საქმე იყო და მომჩივანებს ურჩიეს პრეტენზიისთვის ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოსთვის მიემართათ.