საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3864 ლარი გახდა.
სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3838 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.
დღეს დადგენილი კურსის თანახმად, ლარი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7102 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7123 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.