21ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ იხსნება რეგიონალური შეხვედრა „საგადასახადო ბაზის ეროზიისა და მოგების გადატანის (BEPS) საკითხებზე“, რომელშიც ევროპის
15-მდე ქვეყნის ფინანსთა სამინისტროებისა და საგადასახადო ადმინისტრაციების მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაცია (IOTA), საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
იმავე დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, 12:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში, შეხვდება OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს პასკალ სან-ამანსის.