პარლამენტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებითურთ მთავრობას უკან უბრუნებს.
როგორც „ჯი-ეჩ-ენ“-ს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განუცხადა, სხვადასხვა კომიტეტის მხრიდან რეკომენდაცია გაიცა როგორც საპენსიო თანხების მოძიებასთან, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას პარლამენტს 5 ნოემბრისთვის წარუდგენს.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე ამტკიცებს.