რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ინოვაციური პროექტის - „ელექტრონული აღმრიცხველის“ დანერგვა დაიწყო. პირველი საპილოტე პროგრამა ქალაქ მარნეულში ხორციელდება, რომლის მიხედვითაც, კომპიუტერების გამოყენებით, გახარჯული წყლის მიმდინარე ჩვენებები ბაზაში აღირიცხება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა მარნეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, თავად აღრიცხა წყლის მაჩვენებელი და აბონენტებს თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
წარმოდგენილი სისტემის მეშვეობით, აბონენტს ყოველთვის ეცოდინება, თავისი მრიცხველის ზუსტი ჩვენება. გარდა ამისა, ,,ელექტრონული აღმრიცხველი’’ დროულად დააფიქსირებს მრიცხველის დაზიანების შემთხვევებს, რაც მყისიერი რეაგირების საშუალებას მოგვცემს და საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.
წყალმომარაგების კომპანია თანამედროვე, ტექნოლოგიურ სერვისის დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. რისთვისაც კომანიის სერვის ცენტრის აგენტები თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ გადამზადებასაც გაივლიან. ,,ელექტრონული აღმრიცხველის’’ სისტემის დანერგვით საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა.