20 ოქტომბერს 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისა და აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიშს წარუდგენს.
მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, ასოციაციის ხელმძღვანელი საქართველოში მოღვაწე სადაზღვევო კომოანიების გენერალურ დირექტორებთან ერთად, დეტალურად ისაუბრებს 13 ივნისის სტიქიის შედეგად, მთელი სადაზღვევო სექტორის მასშტაბით, სდაზღვევო შემთხვევებისა და ზარალის ჯამურ რაოდენობაზე. ასევე, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონების მიხედვით, დაზღვეული ნაკვეთების, მოზიდული პრემიის, სადაზღვევო შემთხვევებისა და დაფიქსირებული ზარალების საერთო შედეგებზე.
2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შედეგად, სულ 213 სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა და ზარალის ჯამურმა რაოდენობამ 4,638,760 (ოთხი მილიონ ექვსას ოცდათვრამეტი ათას შვიდას სამოცი) ლარი შეადგინა. ხოლო, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 12,009 (თორმეტი ათას ცხრა) სადზღვევო შემთხვევა დადგა. დაზღვეული 37,649 (ოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცდაცხრა) ნაკვეთიდან მოზიდულმა პრემიამ 15,387,422 (თხუთმეტი მილიონ სამას ოთხმოცდაშვიდი ათას ოთხას ოცდაორი) ლარი შეადგინა, ზარალის რაოდენობამ კი, 23,116, 726 (ოცდასამი მილიონ ას თექვსმეტი ათას შვიდა ოცდაექვს) ლარს მიაღწია.
მოსახლეობისთვის დაზღვევის მნიშვნელობის შეხსენების და საზოგადოებაში სადაზღვევო კულტურის განვითარების მიზნით, პრესკონფერენციაზე, მნიშვნელოვანი და მსხვილი სადაზღვევო შემთხვევებიც იქნება განხილული.
ასოციაციის თავმჯდომარე სადზღვეო ბაზრის პერსპექტივებსა და სექტორში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრებს. დევი ხეჩინაშვილი სამომავლო გეგმებსა და იმ ინოვაციურ პროექტებს წარადგენს რომელიც, როგორც სადაზღვევო სექტორის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.