ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.3782 ლარი ეღირება, 16 ოქტომბრისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.3781 ლარი იყო.
ევროსთან მიმართებაში კი ლარი მცირედით გამყარდა. შესაბამისად, ხვალ 1 ევროს ფასი 2.6916 ლარი იქნება. ბოლო ორი დღის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6994 ლარს შეადგენდა.
2.3781 ოფიციალური კურსის პირობებში, უცხოური ვალუტის ფასი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დღეს საშუალოდ, 2.41 ლარს შეადგენდა.