საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი ენერგეტიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრს, ერბოლატ დოსაევს შეხვდა. შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ შესაძლებლობის ზრდა ამ მიმართულებით არსებობს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო პოტენციალისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის უკეთ გამოყენებაზე.