ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უფროსი რობერტ მიულერი დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უფროსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პროკურატურის სისტემაში ჩატარებული რეფორმები. რობერტ მიულერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სისხლის სამართლის ახალი კოდექსი მნიშვნელოვანი წინსვლაა სისხლის სამართლის სფეროში.
შეხვედრის ბოლოს სქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის.