ყაზახურ და ქართულ მხარეებს შორის ,,ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებულ დავაზე, ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ერბოლატ დოსაევმა განაცხადა.
"ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესში ვართ. შევთანხმდით, რომ ორივე მხარეს შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ნოემბერში მივიღებთ დელეგაციას საქართველოდან. განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი. გვინდა, ამ მოლაპარაკებებს წლის ბოლომდე პოზიტიური შედეგი მოყვეს“, - განაცხადა ერბოლ დოსაევმა.
როგორც ცნობილია ,,ყაზტრანსგაზი” საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების დაბრუნებას ითხოვს.