პარლამენტში, ნავთოპროდუქტებზე და გაზზე აქციზის გადასახადის გაუქმების შესახებ, კანონპროექტი შევიდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მოპოვებულ და იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადის მთლიანად გაუქმების ინიციატივით გამოდის.
„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ ბენზინის თვითღირებულებაში აქციზის გადასახადს 29 თეთრი უჭირავს, რაც ფასწარმოქმნაზე დიდ გავლენას ახდენს.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, თუ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორს, ასევე რიგით მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ შემოსავლებს დაზოგავენ.