საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3931 ლარი გახდა. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.
დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7222 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.7224 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.