დღეს, 7 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიად მარიოტში" ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის კანონპროექტების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების თხოვნით, მრგვალ მაგიდას ორგანიზებას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" გაუწევს.
შეხვედრაზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და ჟურნალ "ლიბერალის" წარმომადგენლები წარმოადგენენ ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის კანონპროექტების პრეზენტაციას გამართავენ, რის შემდეგადაც დისკუსია გაიმართება.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან პარლამენტის, ტელემაუწყებლების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.