13 ოქტომბერს წყალტუბოში საზეიმოდ გაიხსნება კომპანია "ნეტაფიმთან" თანამშრომლობის შედეგად ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული სადემონსტრაციო სათბური.
500კვმ-იანი სათბური სადემონსტრაციოდ გადაეცა “შპს ჰერბია”-ს წყალტუბოს რაიონის ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად.
ეს გრანტი სასათბურე გვირაბებისა და ირიგაციის სფეროში ისრაელის საელჩოსა და "ნეტაფიმის" ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი იმერეთში და მიმდებარე ტერიტორია უმნიშვნელვანესია მწვანილის წარმოებაში. ამ რეგიონის კლიმატური პირობები, ზამთრის პერიოდშიც კი გათბობის გარეშე, მაღალი ხარისხის ქორფა მწვანილის წარმოების საშუალებას იძლევა, რაც პროდუქციის წარმოების ხარჯის 70%-ს დაზოგავს. მწვანილის მაღალი ხარისხი და წარმოების დაბალი ხარჯები ზრდის ადგილობრივ პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საქართველოსა და რეგიონულ ბაზარზე.
პროექტის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, გამოცდილების გაზიარებისა და ისრაელიდან ექსპერტიზის გზით რეგიონში აგრობიზნესის განვითარება და საქართველოში სოფლის მეურნეობის დონის ამაღლება.
“შპს ჰერბია” და კომპანია ნეტაფიმი მომავლშიც ითანამშრომლებენ ადგილობრივი ფერმერების კვალიფიკაციის ასამაღლებლად