დღეს, 7 მაისს, ბათუმში რიგით მესამე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა " BatumiExpo 2010" გაიხსნება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპატამენტიდან ცნობით, გამოფენა ევროპის მოედანზე ჩატარდება.
გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროს, ავიაკომპანიების და სასტუმრო ქსელის წარმომადგენლები. იგი 9 მაისამდე გაგრძელდება.
გამოფენის დასრულების შემდეგ კი, ტურისტული კონფერენცია გაიმართება.
გამოფენისთვის მოსამზადებელად საორგანიზაციო სამუშაოები კომპანია `კალიფსო თრეველმა" უზრუნველყოფს.