დღეს, 7 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს, FBI-ის შეფი ვიზიტის ფარგლებში მერაბიშვილთან შეხვედრაზე უთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
ამ დრომდე უცნობია, გამართავს თუ არა რობერტ მიულერი შეხვედრებს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ რობერტ მიულერი თბილისს გუშინ ეწვია.