"6 მაისი ყოველთვის იყო და იქნება გიორგობის დღესასწაული", _ ამის შესახებ მერიასთან გამართულ მიტინგზე ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
"სააკაშვილი და მერაბიშვილი ამტკიცებენ, რომ პოლიციას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი უჭერს მხარს, მაშინ სად იყო ეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი როცა აღლუმი ტარდებოდა~, - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი შეფასებით, დღევანდელი პოლიციის აღლუმი სააკაშვილისა და მერაბიშვილის ცინიკური გადაწყვეტილება იყო ქართველი ხალხის და სარწმუნოების მიმართ.
"ჯერ იყო და ერთ გიორგობას, 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის~ სახელი დაარქვეს, ახლა მეორე გიორგობას, 6 მაისს, პოლიციის დღეს არქმევენ. ეს არის ანტისარწმუნოებრივი პოლიტიკა", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
თბილისის მერიასთან ოპოზიციის მიტინგი დაახლოებით ნახევარი საათია მიმდინარეობს.